суббота, 22 декабря 2018 г.

პროექტის გეგმა




                                                        
პროექტის სახელწოდება: ,,ფასდაკლება,ფასდაკლება“

მიზანი: მოსწავლეები რეალური ვითარების საფუძველზე ადგენენ და ხსნიან ამოცანებს პროცენტებზე.

პროექტში მონაწილენი: მარტვილის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები.

მასწავლებელი: მარინა გაბისონია.

საგანი: მათემატიკა.

დასაწყისი:   8 ოქტომბერი.

დასასრული:  27 ნოემბერი.

პროექტის აღწერა: მოსწავლეები  დაივლიან ქ.მარტვილში არსებულ მაღაზიებს, გადაუღებენ სურათებს ფასდაკლების მაუწყებელ ფირნიშებს და ამ მასალის საფუზველზე შეადგენენ და ამოხსნიან ამოცანებს პროცენტებზე.
 
 განხორციელების გზები:

v  დისკუსია ჩატარებს პროექტის  განხორციელების გზების  დასადგენად;
v  მოსწავლეთა დაყოფა 7-8 წევრიან ჯგუფებად და   სავაჭრო დაწესებულებებში ფასდაკლების მაუწყებელი ფირნიშებისთვის ფოტოების გადაღება;
v  გადაღებული ფოტოების გადარჩევა და ,, Power Point” -ის სლაიდებზე დადება; 
v  შერჩეული ფოტოების მიხედვით პროცენტებზე ამოცანების შედგენა;
v  ამოცანების ამოხსნა;
v  პროექტისის ანგარიშის მომზადება Power Point-ის საშუალებით;
v  პროექტის პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები:  მათ.საბ.1.  მათემატიკური ან სხვა საგნებიდანმომდინარე ამოცანებბის განხილვისას ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, მათი მართებულობის დდადგენა ანუარყოფა

მათ.საბ.6. ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ ობიექტებისა და პროცესებში მათემატიკური ობიექტების მოდელებისა და მიმართებების შემჩნევა და მათი თვისებების გამოყენება მოდელის აგებისას, პრაქტიკული ამოცანის გადაჭრისას.

მათ.საბ.7. ამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეები გამიჯვნა, პრობლემის გამოკვეთა და მისი ჩამოყალიბება.

პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებას:
v  რაოდენობრივი წიგნიერება;
v  ცოდნის ტრანსფერი;
v  ციფრული წიგნიერება;
v  კონსტრუქციული თანამშრომლობა;
v  პრობლემის მოგვარება;
v  კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
v  გადაწყვეტილების მიღება.

რესურსები:

v  ფოტოაპარატი;
v  კომპიუტერი;
v  პროექტორი;
v  დაფა და ცარცი;
           
                                                                  
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა

                      

იყენებს მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა  ხერხს.
წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს.
 პრაქტიკული 
სამიანობასთან დაკავშირებით ადგენს და ხსნის ამოცანებს
შეუძლია აგებული ცოდნის სხვაზე გადაცემა, პრეზენტაცია
ცუდად
1-4 ქულა




საშუალოდ
5-6 ქულა




კარგად
7-8 ქულა




ძალიან კარგად
9-10 ქულა






                                                                                          მარინა გაბისონია
                                                                   2018-2019 სასწავლო წელი